გსასწავლო პროექტის გეგმა
|
1.პროექტის სახელწოდება:
კომპიუტერის შექმნა და მისი განვითარება
2.პროექტის
მთავაერი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
დღევანდელ ცხოვრებაში არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის
ბრძანდებით, ან რა განათლება გაქვთ,
ან სად მუშაობთ.
კომპიუტერი გახდა ყოველა ადამიანის განუყოფელი ნაწილი.
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერის შექმნის ისტორიას, როდის შეიქმნა კომპიუტერი, განვითარების რა საფეხურები გაიარა, ვინ შექმნა პირველი პროგრამა,რა როლს ასრულებს კომპიუტერი ადამიანის ცხოვრებაში.პროექტის მონაწილენი გამოიკვლევენ კომპიუტერის პირვანდელ და დღევანდელ სახეს.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტის
თემის შერჩევის შემდეგ,
მოსწავლეებს დავყოფ სამ
ჯგუფად;
ჯგუფებს მივცემ
დავალებას;
1. პირველმა ჯგუფმა
მოიძიონს ინფორმაცია კომპიუტერის
განვითარების შესახებ.
2.მეორე ჯგუფმა მოიძიონ ინფორმაცია
ინტერნეტის შესახებ.
3.მესამე
ჯგუფმა მოიძიონ კომპიუტერის
სხვადახვა სახეობებზე და
მისი დიზაინის განვითარებაზე სურათები.
მოსწავლეები
მუშაობენ დავალებებზე, მოსწავლეებს
ვაძლევ რჩევებს და მითითებებს
დავალებების შესრულების პროცესში.
4. პროექტის მიზანი:
პროექტის
მთავარი მიზანია გაიგონ მოსწავლეებმა კომპიუტერის
შექმნის ისტორია , კომპიუტერების
აგებულება და მისი თანდათან განვითარება, რამდენი სახის კომპიუტერი არის დღეისათვის
ცნობილი და მათი არწერა. გაიგონ, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და
საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ
პროექტმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ ამ
პროექტზე მუშაობით მოტივაციას
აუმაღლოს მოსწავლეებს. იმუშაონ იმ დავალებაზე,რომელიც
შემეცნებით ძალისხმევას მოითხოვს, სწავლისადმი
პოზიტიურ დამოკიდებულებას აყალიბებს და შინაგან მოტივაციას ზრდის.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
6. ვადები ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის
ბოლოს მოსწავლეები ახდენენ
ნამუშევრების წარმოდგენას, ხდება
პროექტის შეფასება და
სამომავლო ღონისძიებების დასახვა.
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად
გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან.
8.პროექტისტვის საჭირო
რესურსები:
ფორმატის ქაღალდი,
თაბახის ფურცლები, მარკერი,
სტეპლერი, ფერადი ქარალდი.
მაკრატელი, წებო .
კომპიუტერი, პროექტორი
, ინტერნეტი, ვიდეო მასალა, ფოტო
,დაფა და ა.შ,
9.პროექტის მსვლელობა(ძირიტადი აქტივობები):
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ შეისწავლიან მისი დიზაინის განვითარების ისტორიას.
მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის პირველი ოპერაციული სისტემის შესახებ.
გააკეთებენ პრეზენტაციას მოძიებულ მასალებზე,სასწავლო პროცესში.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
თამარ
ბაშელეიშვილი
13 პროექტის ვებ-გვერდი
ბლოგი: tamunabasheleishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment